Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: კოვიდსაბჭოზე ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე


არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლება იმსჯელებს გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას, არამედ მარტივ რეგულაციებზე, როგორიცაა პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა ან, ასეთის შემთხვევაში, PCR ტესტების ვალდებულება.

„შევდივართ რა აქტიურ საარჩევნო ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ არჩევნები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ვაქცინაციის შემდეგ და დაამატა: „გამოვედი ინიციატივით, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში აცრებს ჩავუტარებთ კომისიის ყველა წევრს. ასევე, კანდიდატებს გვსურს, რომ შევთავაზოთ ვაქცინაცია და ყველას, ვინც ჩართულია არჩევნებში“.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

დადებითობის დღიური 11,96%-იანი მაჩვენებლით, საქართველოში რთული ეპიდსიტუაციაა. კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ გადააჭარბა 6000-ს.

15 მარტიდან გაკეთებულია 626 343​ აცრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG