Accessibility links

site logo site logo

გაერო მნიშვნელოვან ანგარიშს გამოაქვეყნებს გლობალური დათბობის გავლენის თაობაზე


კლიმატური ცვლილებების საკითხებში გაეროს მთავარი სამეცნიერო უწყება 9 აგვისტოს გამოაქვეყნებს მნიშვნელოვან ანგარიშს გლობალური დათბობის გავლენის თაობაზე.

ანგარიშის გამოქვეყნებიდან სამ თვეში შოტლანდიაში, გლაზგოში, მსოფლიოს ლიდერები ახალ გეგმაზე შეთანხმდებიან გლობალური ტემპერატურის ზრდის შესაჩერებლად.

დღეს კლიმატური ცვლილებების საკითხების სამთავრობათაშორისო კომისია (IPCC) თავისი ოთხი ანგარიშიდან პირველს გამოაქვეყნებს. ეს ნაწილია კლიმატის შესახებ კვლევათა შეფასების ციკლისა, რომელიც შვიდი წლის წინ დაიწყო.

გლაზგოს სამიტი კლიმატის პრობლემებთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრად მიიჩნევა 2015 წლის პარიზის სამიტის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG