Accessibility links

site logo site logo

თალიბანმა ავღანეთის კიდევ ორი პროვინციის დედაქალაქები ჩაიგდო ხელში


ოფიციალური ინფორმაციით, 9 აგვისტოს ავღანეთის უშიშროების ძალებსა და თალიბებს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ბახრისა და ტახარის პროვინციებში. გუშინ თალიბანმა ხელში ჩაიგდო სამი პროვინციის დედაქალაქი, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ყუნდუზი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში.

ბახრში, პროვინციის დედაქალაქ მაზარ-ი-შარფის მახლობლად, მწვავე შეტაკებები 8 აგვისტოს საღამოს დაიწყო, იტყობინება Tolo News-ი. ამ ინფორმაციის თანახმად, სამთავრობო ჯარებმა შესაძლოა პოზიციები დათმონ, თუკი დამატებითი ჯარები არ გაიგზავნება რეგიონში.

8 აგვისტოს თალიბანმა დაიკავა სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ ყუნდუზის უდიდესი ნაწილი. თალიბებს ხელში ჩაუვარდათ ასევე პროვინცია სარ-ი პოლის დედაქალაქი და პროვინცია ტახარის დედაქალაქი ტალოყანიც. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ანონიმმა წყაროებმა განუცხადეს.

ავღანეთში ბრძოლები 1 მაისის შემდეგ გამწვავდა, როცა აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა ოფიციალურად დაიწყეს ქვეყნიდან თავიანთი ჯარების გაყვანა. ჯარების გაყვანის პროცესი სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

გუშინდელი წარმატებების შემდეგ ამჟამად თალიბანი სრულად ან თითქმის სრულად აკონტროლებს ხუთი პროვინციის დედაქალაქებს. 6 აგვისტოს თალიბებმა ხელში ჩაიგდეს სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია ნიმროზის დედაქალაქი ზარანჯი და ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია ჯოვზანის დედაქალაქი შებერღანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG