Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირაზე ნაკლებ დროში, თალიბანმა ავღანეთში მეექვსე პროვინციული დედაქალაქი დაიპყრო


ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, 9 აგვისტოს თალიბანმა დაიპყრო ავღანეთის მეექვსე პროვინციული დედაქალაქი - ჩრდილოეთში მდებარე სამანგანის პროვინციის დედაქალაქი აიბაკი. ამ ცნობას რამდენიმე წყარო ავრცელებს. ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ექსტრემისტებს ებრძვიან ჩრდილოეთის კიდევ სამ პროვინციაში - ბალხში, ტახარსა და ყუნდუზში.

თალიბანმა "სრული კონტროლი დაამყარა", - უთხრა სამანგანის გუბერნატორის მოადგილემ, სეფატულა სამანგანიმ სააგენტო ფრანს პრესს 9 აგვისტოს, ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც თალიბანის პრესმდივანმა ტვიტერით დაწერა, რომ "გაწმენდილია" ყველა სამთავრობო და საპოლიციო უწყება.

აიბაკის დაცემას ერთი დღით უსწრებდა წინ ექსტრემისტების მიერ სამი პროვინციის დედაქალაქების დაპყრობა, მათ შორის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სტრატეგიული ქალაქ ყუნდუზის დიდი ნაწილის. საერთო ჯამში, თალიბანი ახლა სრულად, ან თითქმის სრულად აკონტროლებს ექვსი პროვინციის დედაქალაქებს.

ავღანეთში ბრძოლა გამწვავდა 1 მაისის შემდეგ, როცა აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა ოფიციალურად დაიწყეს თავიანთი ძალების გამოყვანა პროცესით, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს უნდა დასრულდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG