Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა ბელარუსს სანქციები გაუმკაცრა


ბრიტანეთმა ახალი სავაჭრო და ფინანსური სანქციები დაუწესა ბელარუსს, იმ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ წლისთავზე, რომელსაც ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოპონენტები გაყალბებულად მიიჩნევენ და რომელსაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ბრიტანეთის მიერ ამოქმედებული სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს აკრძალვას ბელარუსის კალიუმის და ნავთობპროდუექტების ექსპორტზე და სხვა ზომებს, მათ შორის, ბელარუსის თვითმფრინავებისთვის ბრიტანეთზე გადაფრენის, ან ბრიტანეთში დაფრენის არდაშვების მექანიზმებს და ლუკაშენკას "არმიის ან ფუფუნების საჰაერო ტრანსპორტისთვის" ტექნიკური დახმარების აღმოჩენის აკრძალვას.

"ეს სანქციები მოწმობს, რომ დიდი ბრიტანეთისთვის მიუღებელია ლუკაშენკას ნაბიჯები გაყალბებული არჩევნების შემდეგ", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა და დასძინა: "ლუკაშენკას რეჟიმი აგრძელებს დემოკრატიის ჩახშობას და ადამიანის უფლებების დარღვევას ბელარუსში".

ბრიტანეთმა თავისი სანქციების სიას ასევე დაუმატა რუსი ბიზნესმენი, მიხაილ გუციერევი, და განაცხადა, რომ ის არის "ერთ-ერთი მთავარი კერძო ინვესტორი ბელარუსში" და ლუკაშენკას ვეტერანი მოკავშირე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG