Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაფარიძის თქმით, „ფეისბუკის" ჯგუფი „მედგიდი" მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაბლოკილია


სოფო ჯაფარიძე
სოფო ჯაფარიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და „ფეისბუკის" ჯგუფის „მედგიდის" დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ჯგუფი მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაბლოკილია. მასში მოქალაქეები სამედიცინო საკითხებზე რჩევებს იღებდნენ.

„ჯგუფი აერთიანებდა 103,000 ადამიანს. ყოველდღიურად ათასობით ადამიანის შეკითხვას ეცემოდა პასუხი - მათ შორის მეტწილად ისეთი ადამიანები, რომლებიც ამჟამინდელი რეალობიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან ზურგშექცეულები იყვნენ და ერთადერთ იმედად ჯგუფი „მედგიდი“ რჩებოდათ, რომელიც ფაქტობრივად დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას უწევდა თითოეულ მათგანს (მინიმუმ კონსულტაციას იღებდნენ უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტებისგან, რომელიც მათი შეკითხვის შედეგად იკვეთებოდა). აღარ განვავრცობ მედგიდის დადებით მხარეებზე საუბარს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ისედაც ყველაფერი ნათელია.

ფაქტობრივად 1 წელია „მედგიდი“ 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს და მინდა აღვნიშნო, რომ მიზანი მხოლოდ ერთი იყო - დავხმარებოდით ადამიანებს, როგორც კოვიდის თემატიკასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე, ასევე ზოგადად სამედიცინო სპექტრის პრობლემებზე", - წერს „ფეისბუკის" პირად გვერდზე სოფო ჯაფარიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG