Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში იწყებენ რუსული, ერთდოზიანი "სპუტნიკ"-ით აცრას


რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან, 10 აგვისტოდან იწყებენ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციას რუსული წარმოების ერთდოზიანი ვაქცინით „სპუტნიკ ლაით“-ი. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

აფხაზეთში „სპუტნიკ ლაით“-ის 5000 დოზა 6 აგვისტოს ჩაიტანეს. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ვაქცინების შეძენა და ტრანსპორტირება საკუთარ თავზე აიღო მოსკოვის აფხაზური დიასპორის ხელმძღვანელმა ბესლან აგრბამ.

რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში პირველად აპრილის ბოლოს გაგზავნა ორდოზიანი ვაქცინის, "სპუტნიკ V"-ის 6500 დოზა.

9 აგვისტოს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 522 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების 120 შემთხვევა და კიდევ 4 პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა.

საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში 2020 წლის გაზაფხულიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 23 094 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 330. დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG