Accessibility links

site logo site logo

ჯავის რაიონის ხუთი სოფელი დენის გარეშეა დარჩენილი


ოკუპირებული ჯავის რაიონის ხუთ სოფელს მეორე დღეა ელექტროენერგია არ აქქვს. ძლიერმა ქარიშხლმა და წვიმამ 9 აგვისტოს დე ფაქტო რესპუბლიკის ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ რაიონის ადმინისტრაციის პრესმდივანმა ლიანა თედეევამ უთხრა. მისი თქმით, ენერგეტიკოსები ორშაბათიდან ცდილობენ სოფლებისთვის დენის მიწოდების აღდგენას.

„ორშაბათს ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგია შეუწყდა სოფლებს. ენერგეტიკოსებმა ელექტროგადამცემ ხაზზე დაზიანებული ადგილების ძებნა დაიწყეს, გვიან ღამემდე მუშაობდნენ, მაგრამ ბევრგან აღმოჩნდა დაზიანებული ადგილები. ბევრი ბოძია დამტვრეული, ამიტომ ყველა დაზიანების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა", - თქვა მან.

ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა 10 აგვისტოსაც გაგრძელდა, თუმცა ამ დრომდე 5 სოფელი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა.

„გუშინ დენი მიაწოდეს სოფელ როკს, სხვა სოფლებში არის სერიოზული დაზიანებები და მათ შეკეთებას მეტი დრო დასჭირდება. ენერგეტიკოსები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში", - განაცხადა პრესმდივანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG