Accessibility links

site logo site logo

ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის 1-ტრილიონიანი პაკეტი ჯო ბაიდენის მნიშვნელოვან საკანონმდებლო გამარჯვებად მიიჩნევა


საავტომობილო გზების, რკინიგზის, აეროპორტებისა და სარკინიგზო სადგურების მოდერნიზაციის 1-ტრილიონიანი პაკეტი, რომელიც აშშ-ში მიიღეს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მნიშვნელოვან საკანონმდებლო გამარჯვებად მიიჩნევა. ახალ კანონპროექტს საკმარისი ხმები მისცეს სენატორებმა (69 ხმა 30-ის წინააღმდეგ).

ორივე პარტიის მიერ წარდგენილი წინადადებები ამერიკაში მრავალი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციებად ითვლება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ნათელყოფს, რომ ამ ზომებს აშშ-ის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც უჭერს მხარს.

სამშაბათს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მიმართვით გამოვიდნენ სენატის მიერ ინფრასტრუქტურის შესახებ ამ ორპარტიული გარიგების მიღების თაობაზე. ჰარისმა განაცხადა, რომ ქვეყანა მიუახლოვდა აშშ-ის ინფრასტრუქტურაში ისტორიული ინვესტიციების განხორციელებას. პრეზიდენტმა ბაიდენმა მადლობა გადაუხადა დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG