Accessibility links

site logo site logo

ალჟირში იზრდება ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა


ალჟირში 65-მდე გაიზარდა ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მათ შორის 28 სამხედროა, რომლებიც მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ეხმარებოდნენ. ალჟირის პრეზიდენტმა სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე კაბილიის რეგიონში ხანძრის 70-მდე კერაა. ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს. ალჟირის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ზოგიერთ ადგილას ხანძარი განზრახ გააჩინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG