Accessibility links

site logo site logo

2014 წელთან შედარებით სოციალურ მედიას ინფორმაციის ძირითად წყაროდ 5-ჯერ მეტი ადამიანი იყენებს - NDI


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს სოციალურ ქსელებს ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ. კვლევა, რომელიც დღეს, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ინფორმაციის მიღებისას დომინანტური საშუალება კვლავ ტელევიზიაა.

ინფორმაციის წყაროები (პირველიწყარო):

  • ტელევიზია - 57%;
  • ინტერნეტი / სოციალური მედია - 35%;
  • მეზობლები, მეგობრები - 4%;
  • ოჯახის წევრები - 2%;
  • თანამშრომლები - 1%.

"სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის ძირითადი წყარო, მნიშვნელოვნად გაიზარდა 2014 წლის შემდეგ", - აცხადებენ NDI-ში.

NDI-ის გამოკვლევის შესახებ:

  • ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია.
  • საველე სამუშაოების პერიოდი: 13-25 ივლისი, 2021; 2,016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით; ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გაითვალისწინეთ: ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG