Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილია ჰიპერბგერითი სისტემების გენერალური კონსტრუქტორი


ალექსანდრ ბორტნიკოვი, ეფესბეს დირექტორი
ალექსანდრ ბორტნიკოვი, ეფესბეს დირექტორი

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსაურის (ეფესბეს) თანამშრომლებმა სახელმწიფო ღალატის საქმეზე სამეცნიერო-კვლევითი საწარმო ჰიპერბგერითი სისტემების გენერალური კონსტრუქტორი, ალექსანდრ კურანოვი დააკავეს. სააგენტო „ტასის“ ცნობით კურანოვს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა.

კურანოვის ხელმძღვანელობით და პირადი მონაწილეობით ტარდება სამეცნიერო და ექსპერიმენტული გამოკვლევა ატმოსფერული ფრენების ჰიპერგბერითი სიჩქარეების ათვისების ახალი კონცეფციის („აიაქსის“ კონცეფცია) განვითარებისა და ჰიპებგერითი ტექნოლოგიების შექმნის მიმართულებით.
2021 წლის აპრილში გარდაიცვალა რუსი მეცნიერი, ფიზიკოსი ვიქტორ კუდრიავცევი, რომელიც ეფესბემ ასევე დაადანაშაულა სახელმწიფო ღალატში. რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი სარაკეტო საწარმოს ყოფილი თანაშრომელი, ვიქტორ კუდრიავცევი, ეფესბემ ჯერ დააკავა, ხოლო შემდეგ დააპატიმრა და 2018 წელს საგმოძიებო იზოლატორში მოათავსა. სპეცსამსახური ამტკიცებდა, რომ მან ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების შესახებ საიდუმლო ცნობები ბელგიის ერთ-ერთ უნივერსიტეტს გადასცა.

მეცნიერს ღალატში წაუყენეს ბრალი, რომელსაც კუდრიავცევი უარყოფდა და აცხადებდა, რომ იგი სახელმწიფო დონეზე დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში მოქმედებდა.

იზოლატორში ყოფნის წელიწადისა და ორი თვის თავზე მეცნიერს, რომელსაც ონკოლოგური დაავადება აწუხებდა, პატიმრობა გაუსვლელობით შეუცვალეს. მოგვიანებით კი ეფესბემ შეწყვიტა გამოძიება სისხლის სამრთლის საქმეზე, ვინაიდან კუდრიავცევს ავადმყოფობის გამო აღარ შეეძლო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილებოს მიღება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG