Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი. 1 აგვისტოდან გარდაცვლილია 501.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 50 937 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5359 შემთხვევა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მოაცემებით, 13 აგვისტოსთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 10.52%;
  • ბოლო 7 დღის - 10.74%;
  • ბოლო 14 დღის - 9.9%.

ბოლო დღე-ღამეში 2726-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში, 12 აგვისტოს აიცრა 25 432 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 741 353 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 225 053.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 471 685 შემთხვევა. მათგან 415 146 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6321 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG