Accessibility links

site logo site logo

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ მისმა თანამშრომლებმა „ოპერატიული ინფორმაციის რეალიზაციისას ტყვარჩელის რაიონის სოფელ გალხუჩში დააკავეს ამ სოფლის მცხოვრები, საქართველოს მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ვახტანგ სონღულია".

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალხუჩი დაარქვა გალის რაიონის სოფელ პატარა გალს, რომელიც 1994 წელს შეუერთა ტყვარჩელის რაიონს.

ე.წ. უშიშროების სამსახურის თანახმად, სონღულიას სახლში აღმოჩენილია 23 ვაზნა და ხელყუმბარა. „აუცილებელია აღინიშნოს, რომ სონღულია აფხაზი ხალხის სამამულო ომის დროს, 1992-93 წლებში იყო გალის მილიციის თანამშრომელი და საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარებს ეხმარებოდა“, - ნათქვამია ე.წ. უშიშროების სამსახურის საიტზე, საიდანაც ირკვევა, რომ სონღულია ჯერ კიდევ 6 აგვისტოს დააკავეს, შემდეგ კი, გალის იზოლატორში გადაიყვანეს და მისი საქმე ტყვარჩელის პროკურატურას გადასცეს.

ამ საქმის შესახებ დამოუკიდებელი წყაროებით რაიმე დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG