Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კორონავირუსი 2300-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, აჭარაში 700-ზე მეტს


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5579 ახალი შემთხვევიდან ყველაზე დიდი წილი კვლავ თბილისზე მოდის. მაღალი მაჩვენებლებია აჭარასა და იმერეთშიც. ყველაზე ნაკლები ინფიცირებული რაჭასა და ქვემო სვანეთშია დაფიქსირებული.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 2355,
  • აჭარა - 746,
  • იმერეთი - 667,
  • ქვემო ქართლი - 281,
  • შიდა ქართლი - 345,
  • გურია - 133,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 335,
  • კახეთი - 364,
  • მცხეთა-მთიანეთი -125,
  • სამცხე-ჯავახეთი - 104,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 50 პაციენტი. მხოლოდ აგვისტოს თვეში გარდაცვლილთა რაოდენობა 500-ს აჭარბებს, სულ კორონავირუსით გარდაცვლილია 6 371 ადამიანი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი ასეთია:

  • დღიური - 10.61%;
  • ბოლო 7 დღის - 10.93%;
  • ბოლო 14 დღის - 10,13 %.

ბოლო დღე-ღამეში 1 867-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში, 13 აგვისტოს აიცრა 26 524 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 767 882 აცრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG