Accessibility links

site logo site logo

სოხუმი დაიტბორა, ქალაქის ცენტრი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა


სოხუმი, 2021 წლის 16 მარტი

სოხუმის ნაწილი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე, მათ შორის ადგილობრივი მთავრობის შენობასთან წყლის დონე მეტრ-ნახევარს აჭარბებდა.

დაიტბორა საცხოვრებელი სახლებიც, საიდანაც მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო. წყლის დონის კლების შემდეგ, ქუჩები ნაგვით სავსე აღმოჩნდა.

ძლიერმა წვიმამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. კომპანია "ჩერნომორენერგოს" ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სოხუმის ცენტრს, ქალაქის ახალი რაიონის ნაწილს და შუქურას. სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ოპერატიული შტაბი შექმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG