Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ავტომანქანაში სამი ადამიანი ჩაცხრილეს


სოფელ წინანდლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ავტომანქანაში სამი ადამიანი ჩაცხრილეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. გარდაცვლილია სამი ადამიანი. ისინი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა ხათუნა ჭონიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, კლინიკაში შეყვანისას სამივე უკვე გარდაცვლილი იყო.

„თვითდინებით შემოიყვანეს. სასწრაფო არ ყოფილა. არ მომხდარა მათი იდენტიფიცირება, რადგან არანაირი დოკუმენტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს“, - თქვა მან.

კლინიკის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. რა გახდა კონფლიქტის კონკრეტული მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG