Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა შეიძლება სამოქალაქო ავიახაზებს დაავალოს ავღანეთიდან ხალხის ევაკუირებაში ჩართვა


აშშ-ის მასმედია იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფრთხილა სამოქალაქო ავიახაზები, რომ შეიძლება მათ დაევალოს ავღანეთიდან ხალხის ევაკუირება. სააგენტო Reuters-ს 21 აგვისტოს მოჰყავდა აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის სიტყვები, რომ გადამზიდველ კომპანიებს მიეცათ „გამაფრთხილებელი განკარგულება“, რომელშიც ნათქვამია, რომ შეიძლება საჭირო გახდეს მათი გამოყენება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

მოხელის სიტყვებით, სამოქალაქო თვითმფრინავები ავღანეთში არ გაფრინდებიან, ისინი ხალხს გადაიყვანენ სხვა ქვეყნების სამხედრო ბაზებიდან, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთსა და გერმანიაში.

გავრცელებული ცნობებით, ათეულათასობით ადამიანი მოუთმენლად მოელის, შეასრულებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი თავის პირობას, რომ ავღანეთს დატოვებს ყველა ამერიკელი და ყველა ავღანელი, ვინც დასავლეთის ქვეყნებს ეხმარებოდა სამხედრო ძალისხმევისას უსაფრთხოების პირობების გაუარესების ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG