Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ,,ყირიმის პლატფორმის'' სამიტს დაესწრება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 23 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს ,,ყირიმის პლატფორმის'' სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები დაესწრებიან.

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე გამართა ოფიციალური შეხვედრები გამართა. 22 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, ასევე უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს.

ირაკლი ღარიბაშვილი-საქართველო განუხრელ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

ღარიბაშვილი წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის ეფექტურად და მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

“შესანიშნავი შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკისთან, სადაც განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, საერთო ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის მშვიდობიანი და ეფექტიანი მოგვარების მნიშვნელობა.

საქართველო განუხრელ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში “,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებში ბოლო პერიოდში დათბობა შეინიშნება. 19 ივლისს საქართველოს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციისა და „ასოცირების სამიტის“ ფორმატში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც სტუმრობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG