Accessibility links

site logo site logo

აბაშაში, მდინარეში გაუჩინარებული მოზარდის ძებნისას მაშველებმა ცხედარი იპოვეს


სამდღიანი უწყვეტი, 24-საათიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა აბაშის რაიონში, მდინარეში ახალგაზრდა ადამიანის ცხედარი იპოვეს.

უკვე მესამე დღეა მაშველები მდინარეში გაუჩინარებულ მოზარდს ეძებდნენ. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში გაუჩინარებული არასრულწლოვნის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა.

იტყობინებოდნენ, რომ ბიჭი მდინარე რიონში ბანაობისას წყალში გაუჩინარდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.

ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 105 თანამშრომელი, აჭარის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის რეგიონებიდან. მობილიზებული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფიც. წყალქვეშა სამუშაოებს აწარმოებდა 6 მყვინთავი. მობილიზებული იყო 7 მცურავი საშუალება და დრონი. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა სპეციალური სკანერის, ექოლოტის საშუალებით. მდინარის ნაპირზე მოწყობილი იყო სპეციალური საველე შტაბი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG