Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წამლების ადმინისტრაციამ სრულად დაამტკიცა Pfizer/BioNTech-ის კოვიდვაქცინა


აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) სრულად დაამტკიცა Pfizer/BioNTech-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.

ესაა კორონავირუსის პირველი ვაქცინა, რომელიც დამტკიცებულია FDA–ს მიერ და, სავარაუდოდ, გააღებს კარს სხვა ვაქცინებისთვის.

„ვაქცინა კვლავ არის ხელმისაწვდომი საგანგებო გამოყენების ნებართვით (EUA), მათ შორის, 12-დან 15 წლამდე ასაკის პირებისთვის და მესამე დოზის შეყვანისთვის იმუნოკომპრომისულ პირებში“, - აცხადებს FDA.

ვაქცინა შეერთებულ შტატებში გადაუდებელი გამოყენებისთვისაა ნებადართული დეკემბრის შუა რიცხვებიდან, 16+ ასაკის ადამიანებისთვის. მაისში ავტორიზაცია გავრცელდა 12 წლის და უფროსი ასაკის პირებზე.

შეერთებულ შტატებში 170 მილიონზე მეტი სრულად ვაქცინირებული ადამიანიდან, 92 მილიონზე მეტმა გაიკეთა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG