Accessibility links

site logo site logo

#ბულინგიტეხავს!


ავტორი: ინა ცხვედაძე

სამყაროში დროთა, ადამიანთა, სტილთა და ტექნოლოგიებთან ერთად იცვლება, ჩაგვრის რიგი ფორმები, მათ შორის ჩვენს საუკუნეში ყველაზე მეტად ბუნებრივია უარყოფით კონტექსტში გავრცელებული და შესაძლოა ითქვას ‘’ტრენდული’’ ბულინგია. ეს უკანასკნელი მოზარდთა წრეებში ყველაზე მასშტაბურ ხასიათს ატარებს, როგორც რეალურ სივრცეში ასევე ონლაინ პლატფორმებზე. იმედნად მარტივად ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის სხვათა ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა და მათ მიერ ათვისებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მჩაგვრელი სტატუსების ან და ნარატივების შემუშავება, რომ მხოლოდ ღილაკზე თითის ერთი დაჭერაა საჭირო! სავალალო და ლეტალურ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს არასრულწლოვანთა მხრიდან გამოვლენილმა მჩაგვრელ-ბულერულმა დამოკიდებულებებმა, რომელიც ითვალისწინებს თანატოლთა შეზღუდვას, დაცინვას, ფიზიკურ ან სიტყვიერ შემხებლობას, მხოლოდ იმის საფუძველზე რომ ‘’ბულერს’’ არ მოეწონა, მისი პარამეტრები, თვალის ფერი, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი ან სულაც სახეზე გამონაყარი. აღნიშნული მდგომაროება ბულინგის მსხვერპლთათვის სახარბიელო ნამდვილად არ არის და აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ჩართულობა ამ ‘’ შავი ხვრელის’’ ამოვსებისთვის, რომელიც მათ სულიერ-გონებრივ და ფიზიკურ არამდგრადობას იწვევს , გულისხმობს და საბოლოო ჯამში მათი პიროვნულად დაკარგვის მომასწავებელია. მშობელთა მასწავლებელთა და უფროსთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს სიტუაციის განეიტრალების შესაძლებლობებს, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიმაღლოთ ცნობიერება ბულინგის მიმართულებით რომ მარტივად შევძლოთ მასთან შებრძოლება, მარტივად ამოვიცნოთ ოჯახში, სანათესაოში, სამეზობლოში ან თუნდაც სამეგობროში მჩაგვრელის პროტოტიპი და არ შეგვეშინდეს მისი დაგმობის! ვფიქრობ არ იქნება სუბიექტური ის შეხედულება, რომელიც ამტკიცებს დღევანდელ მახინჯ ყოველდღიურობას, რაც ბულერთა წახალისებას და მათ ზრდას უწყობს ხელს. ყოველი დახუჭული თვალი, მოყრუებული ყური ავლილი გვერდი ახალი ბულერის დაბადებას გულისხმობს. ჩვენი საზოგადოების მანკიერი თვისებაა როცა დედა სკოლიდან მოსულ შვილს არ კითხავს დღემ როგორ ჩაიარა და ვერ შენიშნავს ცრემლ-დამშრალ მზერას, ან თუ მისი შვილი ასოციალურია მხოლოდ ზოდიაქოს, ინტროვერტობისკენ მიდრეკილებას და გარდატეხის ასაკს მიაწერს, რეალურად კი ის ჩაგვრის მსხვერპლია და მშობლებმა ამის შესახებ ვერაფერი გაიგეს რადგან, არც ადმინისტრაცია და არც თანაკლასელებმა ამას ყურადღება არ მიაქციეს ან უბრალოდ ნორმად ჩათვალეს ან ‘’ბავშვები არიან და გაზირედებიან’’-პრინციპის იმედზე დატოვეს ჩაგრულის მომავლი. როგორც წესია დაბულინგებული საზოგადეობის უმეტესობას ამ საკითხზე საუბარი უჭირს, ეშინია ან სულაც იმედანდ დაძაბუნებული ხდება მათი შინაგანი სამყარო ძალის პოვნა უჭირთ რომ ვინმესგან შველა ითხოვონ, სწორედ ამისთვს აუცილებლეია მოხდეს სკოლებში და არამხოლოდ მუდმივი კონტროლი და რეგულაციების შემუშავება რომელიც ყოველი მჩაგვრელისთვის ასუხისმგებლობის დაკისრებას იგულისხმებს უმაღლეს ფორმებში და სწორედ ამგვარი შემჩნევით ან მიყურადებით მოვახდენთ ბულერთა ტრანსფორმაციას. დამეთანხმებით რომ მათაც შველა სჭირდებათ, ისინიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილნი არიან და არ გვაქვს უფელბა ხელი შევუწყოთ იმ მავნე ეგოს ჭიის გახარებაში რომელიც ღრღნის როგორც მათ ასევე გარშემომყოფებს. ბულინგი მხოლოდ ბავშვთა ხვედრი არ არის, ის ზრდასრულთა თანმდევიც არის, მეტწილად კი სოციალურ ქსელებში. ნებისმიერი სელებრითი რომელსაც 'ფეხი ან სიტყვა გადაუბრუნდება' ბულინგის მსხვერპლად შესაძლოა იქცეს. ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების და მრწამსის მქონე შესაძლოა დაბულინგდეს. ბულინგი ჩვენი საუკუნის ნამდვილი პანდემიაა რომელიც პირველ ადგილს არ თმობს და დღემუდამ ვითარდება ჩვენივე დახმარებით, თავდასხმის ფორმებს ხვეწს და ისე იფუთება რომ მისი აღმოჩენა ნამდვილი თავსატეხია. მოკლედ, #ბულინგიტეხავს, ხელის დაფარება და უთქმელობა უფრო მეტად, დახმარების თხოვნა და ხელის გაწვდენა კი ათავისუფლებს!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG