Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის 58-ე არმიამ სამხედრო სწავლებები დაიწყო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში


სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიამ სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ძარწემის პოლიგონზე წვრთნების დროს მსროლელებმა სხვადასხვა ტიპის ჯარებთან ერთად, გაანადგურეს წარმოსახვითი მტრის დივერსანტები.

„სწავლების აქტიურ ფაზაში სამხედროებმა გაანადგურეს პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები ძარწემის მთიან და ტყიან რაიონებში T-72BM ტანკების, BMP-საბრძოლო მანქანების, „Гвоздика“-ს თვითმავალი საარტილერიო დანადგარების გამოყენებით. ასევე ავტომატური და ხელის ყუმბარმტყორცნების AGS-17 და RPG-7V-ს გამოყენებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორმხრივი ბატალიონის ტაქტიკური და სპეციალური წვრთნების მორიგი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება.

გავრცელებული ინფორმაციით, პარალელურად წვრთნები ტარდება ასტრახანისა და როსტოვის, სტავროპოლისა და ყუბანის რეგიონებში, დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთში, ყირიმსა და სომხეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სამხედრო პოლიგონებზე.

რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ძალა ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზეა განთავსებული. საოკუპაციო ძალა წვრთნისთვის იყენებს, ოკუპირებულ სოფელ ძარწემის მთიან რელიეფზე არსებულ პოლიგონს, სადაც მანამდე საძოვრები იყო. ამჟამად ოკუპირებული სოფელი ძარწემი მთლიანად განადგურებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG