Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ ზელანდიაში COVID 19-ის შემთხვევების ნახტომისებური მატებაა 2020 წლის აპრილის შემდეგ


დაცარიელებული ქუჩა ველინგტონში, ახალი ზელანდია
დაცარიელებული ქუჩა ველინგტონში, ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში, გასული წლის აპრილის შემდეგ, კორონავირუსის პირველი ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა. შემთხვევბის უმრავლესობა ქალაქ ოკლენდში გამოვლინდა.

ახალი ზელანდია კორონავირუსისგან თავისუფალ ქვეყანად ითვლებოდა თებერვლიდან. გასულ კვირაში კი ვითარება შეიცვალა.

ჯანდაცვის ადგილობრივი უწყების ცნობით 24 აგვისტოს ქვეყანაში კოროვანირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 148-მე გაიზრდა. ახალი შემთხვევებიდან 38 ოკლენდში დაფიქსირდა, 3 კი ველინგტონში.

17 აგვისტოს ახალ ზელანდიაში ლოკდაუნი გამოცხადდა კორინავირუსით ინფიცირების 1 შემთხვევის გამოვლენის გამო.

ლოკდაუნი მთელ ქვეყანაში პარასკევის ჩათვლით გაგრძელდება. ხოლო ქალაქ ოკლენდში მომავალი კვირის სამშაბათამდე.

პანდემიის განმავლობაში 5-მილიონიანმა ქვეყანამ, საერთო ჯამში, აღრიცხა დაახლოებით 2,500 დადასტურებული შემთხვევა და 26 სიკვდილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG