Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახო სანაია სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოდ აფასებს


ტელეკომპანია "ფორმულა"-ს წამყვანი ვახო სანაია სამარცხვინოს უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა მასზე სამ თავდამსხმელს. თუმცა იმის გამო, რომ მათ პატიმრობის 6-თვიანი ვადა ამოწურული აქვთ, სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდებიან.

ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, სრულად გამართლდა. ივლისში შეეძლოთ გადაწყვეტილების გამოცხადება და აგვისტოს ბოლომდე სპეციალურად გაწელეს, იმიტომ, რომ 25 -ში 6 თვე შესრულებულიყო. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაათავისუფლა. სამარცხვინო სასამართლო გვყავს. მოსამართლემ სპეციალურად აქამდე მიიყვანა ჟურნალისტზე თავდასხმის, ჩემს ოჯახზე თავდასხმის საქმე. ეს ქმნის ამ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს და ამან მოიტანა 5 ივლისი, ჩვენი კოლეგის მკვლელობა. მოსამართლემ დღეს რომ გამოუშვა ეს ადამიანები, იქნება იმის მაგალითი და გადამდები სხვებისვის, რაც ამ ქვეყნაში ხდება - დაუსჯელობის სინდრომი“,- განაცხადა ვახო სანაიამ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6-6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია "ფორმულა"-ს წამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 პირს. ისინი 25 თებერვალს დააკავეს და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

ვახო სანაიას თანახმად, მას თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა ჰქონდა.

შსს-ს ინფორმაციით, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. სანაიამ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას დაუკავშირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG