Accessibility links

site logo site logo

რუსეთს არ სურს შუა აზიაში აშშ-ის ჯარის ხილვა, აცხადებს ლავროვი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუდაპეშტში, პრესკონფერენციაზე. 2021 წლის 24 აგვისტო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ მოსკოვს არ სურს აშშ-ის ჯარი იხილოს შუა აზიაში, რადგან ამან შეიძლება რეგიონი აქციოს თავდასხმების სამიზნედ.

თავის უნგრელ კოლეგა, პეტერ სიირტოსთან მოლაპარაკების შემდეგ ბუდაპეშტში, 24 აგვისტოს, ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთს აქვს „უსაფრთხოების საერთო სივრცე“ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შუა აზიაში საერთო უსაფრთხოების ხელშეკრულების თანახმად. მან დასძინა, რომ ვაშინგტონის წინადადება, ნება დაერთოთ ლტოლვილებს, ავღანეთიდან რეგიონში გადასახლდნენ, შეარყევს რეგიონის სტაბილურობას. მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს აშშ-ის ჯარს, განთავსდეს შუა აზიის ქვეყნებში, რაც მათ „დაუყოვნებლივ გადააქცევს“ სამიზნედ.

ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, ჩინეთთან, აშშ-სა და პაკისტანთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ავღანეთში კრიზისის მოგვარებაში, რომელიც ამ თვის დასაწყისში წარმოიქმნა თალიბების მიერ თითქმის მთელი ქვეყნის დაკავების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG