Accessibility links

site logo site logo

უფლებადამცველები: მაისში გაიტაცეს დაღესტნელი კაცი, ჩრდილოკავკასიაში გეებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად


რუსეთში მოქმედი ლგბტ უფლებების ქსელი აცხადებს, რომ წარმოშობით დაღესტნელი კაცი, იბრაგიმ სელიმხანოვი მიმდინარე წელს მოსკოვში გაიტაცეს და იძულებით ჩაიყვანეს ჩეჩნეთში, სადაც ხელისუფლება მას რეგიონში მცხოვრები გეების შესახებ აიძულებდა ინფორმაციის გაცემას.

უფლებადამცველი ჯგუფის მიერ 25 აგვისტოს გაკეთებული განცხადებით, სელიმხანოვი მაისის შუა რიცხვებში გაიტაცა ოთხმა ჩეჩნურად მოლაპარაკე კაცმა და თვითმფრინავით ჩაიყვანა გროზნოში, სადაც ის დაკითხეს ლგბტ ქსელის თანამშრომლების შესახებ, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ გეებს უწევენ დახმარებას.

რამდენიმე დღეში ჩეჩნეთის მთავრობამ სელიმხანოვი გადასცა დედას, რომელიც გროზნოში ცხოვრობს. ამის შემდეგ სელიმხანოვს მუდმივად უთვალთვალებდნენ, თუმცა მან მოახერხა რეგიონის დატოვება და დაბრუნება მოსკოვში, სადაც პოლიციაში საჩივარი შეიტანა, გამტაცებლების პოვნის და დასჯის მოთხოვნით.

უფლებადამცველები ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ ჩეჩნეთს ადანაშაულებენ სექსუალური უმცირესობების დევნაში - მათ შორის გატაცების, წამების და მოკვლის გზით. ჩეჩნეთის მთავრობა ამ ბრალდებებს უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG