Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამი მსჯავრდებული შეიწყალა


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მორიგი შეწყალების აქტი გამოსცა და 3 მსჯავრდებული შეიწყალა.

მსჯავრდებულები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დღეს, 28 აგვისტოს დატოვებენ.

შეწყალების აქტი სალომე ზურაბიშვილმა 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებითაც გამოსცა. მაშინ პრეზიდენტმა რვა მსჯავრდებული შიწყალა. აქედან სამი სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს, მათ შორის ერთ ქალს, დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG