Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიამ თავშესაფარზე უარი უთხრა რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ჰოკაიდოზე კურილიის კუნძულებიდან, ცურვით ჩავიდა


იაპონიამ რუსეთს ოფიციალურად შეატყობინა, რომ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც აცხადებდა, რომ კუნძულ ჰოკაიდომდე ცურვით ჩააღწია კურილიის კუნძულებიდან, იაპონიაში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით. ამის შესახებ იუწყება რია ნოვოსტი, ქალაქ საპოროში მდებარე გენერალურ საკონსულოზე დაყრდნობით.

უწყება ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქე დააკავეს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის და ახლა არკვევენ, მაინც როგორ მოახერხა მან იაპონიის ტერიტორიაზე მოხვედრა. ვარაუდობენ, რომ მან, შესაძლოა, 25 კილომეტრი გაცურა, რაც კუნაშირს ჰოკაიდოსგან აშორებს.

გაზეთი "ჰოკაიდო" იუწყება, რომ რუსეთის მოქალაქეს უარი უთხრეს თავშესაფრის გაცემაზე და მას არც იაპონიაში დროებით დარჩენის ნებართვას მისცემენ. გავრცელებული ცნობებით, რუსეთის მოქალაქის ექსტრადირება 2 სექტემბერს მოხდება სახალინზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG