Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 78 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 78 პაციენტი. მხოლოდ აგვისტოში, კოვიდ-ინფექციამ უკვე 1509 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 21 411 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1915 შემთხვევა. უქმე დღეებში ტესტირების მაჩვენებელი როგორც წესი, იკლებს და შესაბამისად, სხვა დღეებთან შედარებით ნაკლებია დადასტურებული შემთხვევების რიცხვიც.

ბოლო დღე-ღამეში 5929-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 30 აგვისტოს დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 8.94%;
  • ბოლო 7 დღის - 10.04%;
  • ბოლო 14 დღის - 10.44%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 545 033 შემთხვევა. მათგან 488 661 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 7329 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG