Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 სექტემბერს ბაიდენი ზელენსკის უმასპინძლებს


ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი
ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 1 სექტემბერს თეთრ სახლში უმასპინძლებს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

"ეს ვიზიტი დაადასტურებს აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე", - ვკითხულობთ თეთრი სახლის მიერ 29 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ლიდერები განიხილავენ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, კორუფციასთან ბრძოლას და ზელენსკის რეფორმების გეგმას.

"პრეზიდენტი მოუთმენლად ელის ოთხშაბათს დანიშნულ ვიზიტს, და იმ კავშირების გაძლიერებას, რომლებიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

შეხვედრა ჩატარდება თავდაპირველად დაგეგმილ თარიღზე ორი დღით გვიან, რადგან ბაიდენის დღის წესრიგი დაკავებულია ქარიშხალ "იდასთან" გასამკლავებელი ზომებით და ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გამოსვლის პროცესით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG