Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარაღის საწყობში აფეთქებების გამო გადადგა ყაზახეთის თავდაცვის მინისტრი


იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულების ნათესავები ქალაქ ტარაზის მორგთან, 2021 წლის 27 აგვისტო.
იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულების ნათესავები ქალაქ ტარაზის მორგთან, 2021 წლის 27 აგვისტო.

გადადგა ყაზახეთის თავდაცვის მინისტრი ნურლან ერმეკბაევი. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ქვეყნის სამხრეთში მომხდარ აფეთქებების სერიას მინიმუმ 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მიიღო მინისტრის გადადგომა, განაცხადა 31 აგვისტოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბერიკ უალიმ.

26 აგვისტოს ჟამბილის რეგიონში მდებარე იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქებების შედეგად, რაც ხანძრით იყო გამოწვეული, ათობით ადამიანი დაშავდა. ერთი ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. როგორც ერმეკბაევმა თქვა უშუალოდ აფეთქების შემდეგ, დასაწყობებული ასაფეთქებელი მოწყობილობები ჟამბილში ჩამოტანილი იყო ქალაქ არისიდან, სადაც 2019 წელს მსგავსი აფეთქებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG