Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად არის აცრილი კორონავირუსის წინააღმდეგ


ასაცრელების რეგისტრაცია პრიშტინაში, კოსოვოში. 2021 წლის 23 აგვისტო
ასაცრელების რეგისტრაცია პრიშტინაში, კოსოვოში. 2021 წლის 23 აგვისტო

ევროკავშირმა განაცხადა, რომ მიაღწია დასახულ მიზანს და ახლა მისი 27 წევრი ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად არის აცრილი კორონავირუსის წინააღმდეგ.

31 აგვისტოს ტვიტერში გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა დაწერა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში 250 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, რაც, მისი თქმით, „დიდი მიღწევაა“. „მაგრამ უნდა გავაგრძელოთ! მეტი ევროპელი უნდა აიცრას“, განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირში ვაქცინაციის კამპანია ნელა დაიწყო, რაც ვაქცინით მომარაგებაში შეფერხებებით იყო გამოწვეული, მაგრამ ამჟამად ის მსოფლიოში ყველაზე წარმატებულთა შორისაა. 30 აგვისტოს ევროპულმა საბჭომ ხუთი ქვეყანა ამოიღო იმ სახელმწიფოების სიიდან, რომლებზეც მოგზაურობის შეზღუდვა ვრცელდება. საბჭო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ურჩევს, შეზღუდონ აშშ-ის, ისრაელის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ლიბანის, ასევე, კოსოვოს მოქალაქეების ჩასვლა ამ ქვეყნებში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG