Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსასამართლომ ვერ დაადგინა უფლებადამცველ ნატალია ესტემიროვას მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირი


ნატალია ესტემიროვა
ნატალია ესტემიროვა

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ვერ დაადგინა 2009 წელს უფლებადამცველ ნატალია ესტემიროვას მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირი. მაგრამ მოსამართლემ აღიარა, რომ საქმის გამოძიება ბევრად უფრო ეფექტიანი შეიძლება ყოფილიყო. მან ესტემიროვას დას, სვეტლანას, 20 ათასი ევრო კომპენსაცია მიაკუთვნა.

ესტემიროვა ხელმძღვანელობდა უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნეთის განყოფილებას.

2009 წლის 15 ივლისს, დილით, ის გროზნოში მოიტაცეს. ცხრა საათის შემდეგ ტყეში იპოვეს მისი გვამი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების კვალი ეტყობოდა თავისა და მკერდის არეში.

გამოძიების თანახმად, მკვლელობა უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრმა ალხაზურ ბაშაევმა ჩაიდინა ესტემიროვას პუბლიკაციის გამო შურის საძიებლად. ბაშაევი ესტემიროვას მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოკლეს. უფლებადამცველის კოლეგები ეჭვქვეშ აყენებენ ამ ვერსიას და ამბობენ, რომ ესტემიროვას მკვლელობასთან ჩეჩნეთის ხელისუფლება შეიძლება იყოს დაკავშირებული.

ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ რუსეთის მხარეს მისთვის არ მიუწოდებია სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სრული მასალები, რაც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ევროპული კონვენციის დარღვევად მიიჩნევა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აუცილებელია საქმის გაგრძელება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG