Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში საარჩევნო უბნები გახსნეს რუსეთის დუმის არჩევნებისთვის


ოკუპირებულ აფხაზეთში 9 საარჩევნო უბანი გახსნეს რუსეთის საპარლამენტო არჩევნებისთვის. სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში მუდმივად, ან დროებით ცხოვრობენ, ხმის მიცემას შეძლებენ სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში გახსნილ საარჩევნო უბნებზე. რუსეთის დუმის არჩევნები 19 სექტემბერს გაიმართება.

რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, მისი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებამდე, ანუ 2008 წლის აგვისტომდე წლებით ადრე დაიწყო "პასპორტიზაციის პროცესი" და იქ მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიცემა. სხვადასხვა მონაცემით, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის დაახლოებით 90% რუსეთის მოქალაქეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG