Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 81 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 81 პაციენტი. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 7500-ს გადააჭარბა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 40 435 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3212 შემთხვევა. 5017-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 7.94%;
  • ბოლო 7 დღის - 9.13%;
  • ბოლო 14 დღის - 9.85%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 556 909 შემთხვევა. მათგან 502 534 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 7563 ადამიანი.

2 სექტემბრის დილისთვის, ლეტალობის მაჩვენებელი 1.36%-ია. გამოჯანმრთელების 90%. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 46 786 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG