Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 15%-ს მიუახლოვდა სრულად ვაქცინირების მაჩვენებელი


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 1 სექტემბერს აიცრა 23 916 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 235 386 აცრა.

ერთი დოზით ვაქცინირებულია 813 601 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 28.5%. სრულად ვაქცინირებულია 421 785 - მოზრდილი მოსახლეობის 14.8%.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც.

საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით. ამასთან, 27 აგვისტოდან, ახალი პარტიის მიღებამდე შეჩერდა "სინოფარმის" პირველი დოზით აცრის მსურველთა რეგისტრაცია. მეორე დოზით ვაქცინაცია გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG