Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზები ქართველ დიპლომატებს ადანაშაულებენ უცხოურ გამოფენებში მონაწილეობის დაბლოკვაში


სოხუმი
სოხუმი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის „სავაჭრო-სამრეწველო პალატა“ საქართველოს მთავრობის პროვოკაციების შედეგს უწოდებს იმ ფაქტს, რომ აფხაზი მეწარმეები ვერ მოხვდნენ საერთაშორისო გამოფენებზე სტამბოლსა და ვარშავაში.

პალატის ინფორმაციით, 1 სექტემბერს სტამბოლში გაიხსნა კვების პროდუქტების და სასმელების გამოფენა, სადაც ალკოჰოლური სასმელების სექციაში იგეგმებოდა „აფახაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ მონაწილეობა და აფხაზი მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია, თუმცა, საქართველოს საელჩომ თურქეთში პროტესტი გამოთქვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით აფხაზეთის მონაწილეობის გამო და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა.

როგორც „აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“ აცხადებს, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზეწოლით, გამოფენის ორგანიზატორები ბოლო მომენტში იძულებული გახდნენ აფხაზეთი მონაწილეთა შემადგენლბიდან ამოეღოთ.

„სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ინფორმაციით, ანალოგიური ფაქტი მოხდა ერთი კვირის წინაც, როცა აფხაზეთს უარი უთხრეს ვარშავაში, მომავალი წლის აპრილში დაგეგმილ, კვების პროდუქტების და სასმელების გამოფენაში მონაწილეობაზე და ამ შემთხვევაშიც, ორგანიზატორებმა მიზეზად დაასახელეს საქართველოს საელჩოს ჩარევა და ზეწოლა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან.

რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის „სავაჭრო-სამრეწველო“ პალატის განცხადებით, სხვადასხვა ღონისძიებაში მის მონაწილეობაზე საქართველოს საელჩოები მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად რეაგირებენ და პროცესს ყოველმხრივ აფერხებენ, თუმცა, მიუხედავად, "წინაღობებისა და პროვოკაციებისა", პალატა გააგრძელებს გამოფენებში მონაწილეობას, „რესპუბლიკის დადებითი იმიჯის“ წარმოჩენას და აფხაზეთის შესახებ მსოფლიო თანამეგობრობისთვის „უტყუარი ინფორმაციის“ მიწოდებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG