Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი გეგმავს მთავრობის წარდგენას, რომელსაც მსოფლიო დააკვირდება


თალიბანი გეგმავს მთავრობის წარდგენას რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც მან ავღანეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლი დაამყარა - თუმცა ქვეყნის მმართველებად ამ ჯგუფის საერთაშორისო აღიარება შორეულ მიზნად რჩება. მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყანა აპირებს დაიცადოს და დააკვირდეს რამდენად მოვა შესაბამისობაში ადმინისტრაციის ნაბიჯები თალიბანის განცხადებებთან, რომ ამჯერად იქნებიან უფრო ზომიერები, ვიდრე იყვნენ ხელისუფლებაში ოცი წლის წინ ყოფნისას.

თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ ახალ მთავრობას რამდენიმე დღეში წარადგენენ. თალიბანის სხვა წევრი, აჰმადულა მუთაქი კი სოციალური მედიით ამბობს, რომ ქაბულში, პრეზიდენტის სასახლეში ცერემონია მზადდება.

საერთაშორისო დონორების და ინვესტორების თვალში ახალი ადმინისტრაციის ლეგიტიმურობა გადამწყვეტი საკითხი იქნება ავღანეთის ეკონომიკისთვის, რომელიც გაჩანაგებულია იმ ფონზე, რომ ქვეყანა ებრძვის გვალვის და 240,000-მდე ავღანელის დაღუპვის გამომწვევი ხანგრძლივი კონფლიქტის შედეგებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ ლონდონი მალე არ აღიარებს თალიბანის მთავრობას, თუმცა დასძინა, რომ ამ მთავრობასთან დიალოგისთვის სივრცე არსებობს. კატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე რააბმა თქვა, რომ მხარს უჭერს თალიბანთან "ჩართულობას" და როგორც უცხოელებისთვის, ისე ავღანელებისთვის მოგზაურობის თავისუფლება დაასახელა "მნიშვნელოვან პირველ ტესტად" თალიბანის ურთიერთობისთვის დასავლეთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG