Accessibility links

site logo site logo

აშშ სამ მილიარდამდე დოლარის ინვესტიციას განახორციელებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინათა წარმოების ქსელებში


აშშ თითქმის სამი მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს ვაქცინათა წარმოების ქსელებში, და გადაიქცევა "ვაქცინების არსენალად მსოფლიოსთვის" - იუწყება თეთრი სახლი.

თანხა მომავალ კვირებში განაწილდება და მოხმარდება კომპანიებს, რომლებიც ვაქცინების წარმოებაში მონაწილეობენ, ისევე, როგორც ფირმებს, რომლებიც ვაქცინების შეფუთვაზე მუშაობენ - თქვა COVID-19-ის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეფრი ზიენტსმა 2 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ეს ახალი ინვესტიცია კიდევ უფრო გააფართოებს ვაქცინათა წარმოების ქვენის შიდა შესძლებლობებს და აშშ-ს დაეხმარება შეასრულოს პირობა, რომ ის მსოფლიოსთვის ვაქცინათა არსენალი იქნება, და ამით აშშ ვაქინაციის სამომავლო ძალისხმევისთვისაც მოემზადება" - თქვა ზიენტსმა.

აშშ-ს თავისი მოსახლეობისთვის ვაქცინები საკმარისი რაოდენობით მოეპოვება, ქვეყანა აუცრელ მოქალაქეებს მოუწოდებს აიცრან, იმ ფონზე, როცა კორონავირუსის დელტა ვარიანტი იწვევს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის შემთხვევების მატებას.

ამასთან, მიმდინარე და მომავალ წლებში აშშ ვაქცინათა ასობით მილიონი დოზის გადაცემას აპირებს სხვა ქვეყნებისთვის. ჯერჯერობით მან 130 მილიონ დოზაზე მეტი მიაწოდა ათობით ქვეყანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG