Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ნემცოვის პრიზის ფინანსური ნაწილი ნავალნიმ ოთხი პოლიტპატიმრის ოჯახებს გაუნაწილა


ბორის ნემცოვი და ალექსეი ნავალნი საპროტესტო გამოსვლაზე მოსკოვში, 24 დეკემბერი, 2011 წელი
ბორის ნემცოვი და ალექსეი ნავალნი საპროტესტო გამოსვლაზე მოსკოვში, 24 დეკემბერი, 2011 წელი

საპატიმროში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ, განაცხადა, რომ მან ბორის ნემცოვის პრემიის, რომელიც თებერვალში მიიღო - 10000 ევროს (11850 დოლარი) ფინანსური ნაწილი ოთხი პოლიტიკური პატიმრის ოჯახს გაუნაწილა.

ნავალნიმ 3 სექტემბერს ინსტაგრამზე დაწერა, რომ მან სთხოვა ნემცოვის ქალიშვილს, ჟანას, 2500-2500 ევრო მიეცა თითოეული ოჯახისთვის, "რომელთა მდგომარეობა უფრო უარესია, ვიდრე ჩემი", დაწერა ნავალნიმ.

ერთ-ერთი მიმღები იქნება პაველ ზელენსკის, ნავალნის ყოფილი, ანტიკორუფციული, ფონდის წევრის, ოჯახი. ზელენსკი ორწლიან პატიმრობას იხდის, რომელიც იანვარში მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის ექსტრემიზმში ცნო დამნაშავედ ორი პოსტის გამო ტვიტერში.

ანდრეი ბოროვიკოვის - ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ არხანგელსკში, ნავალნის გუნდის ლიდერის - ოჯახიც მიიღებს ამ ფულის ნაწილს.

ბოროვიკოვს აპრილში ორ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს "პორნოგრაფიის გავრცელებისთვის" გერმანული როკჯგუფის, "რამშტაინის" ვიდეოჩანაწერის გავრცელების გამო საქმეში 2014 წელს, რომელსაც Amnesty International-მა "სრულიად აბსურდული" უწოდა.

კიდევ ორი სხვა აქტივისტის, იან სიდოროვისა და ვლადისლავ მორდასოვის ოჯახები ასევე მიიღებენ ფულს ნავალნისგან.

ეს ორი გასამართლებული იყო "მასობრივი არეულობის ორგანიზების მცდელობისთვის" და თითოეულ მათგანს 2019 წელს მიუსაჯეს ექვს წელზე მეტი ხნით გამოსასწორებელ კოლონიაში ყოფნა - განაჩენი, რომელიც შემდეგ ოთხ წლამდე შეამცირეს.

ნავალნის თებერვალში ბორის ნემცოვის პრემია მიენიჭა "სიმამაცისთვის რუსეთში დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საქმეში".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG