Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვარლის მთებში ხანძარია


ყვარელში, ე.წ ჩაგურგურას ხეობაში ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ტყეში 5 ჰექტარ ტერიტორიას უკიდია.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თუმცა სამუშაოებს ქარი და რთული რელიეფი აფერხებს. ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ვერტმფრენი წყალს ყვარლის ტბიდან იღებს. ვერტმფრენის გარდა, ადგილზე მუშაობენ მეხანძრე- მაშველები.

ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG