Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: გახარიას მთავარი გამპიარებელი "TV პირველია", ფერებიც კი მას დაუმთხვიეს


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათი ყოფილი თანაგუნდელი, ახლა კი კონკურენტი პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია მათ "ხმებს ვერ წაართმევს". ამის შესახებ მან "იმედის" ეთერში ისაუბრა.

"ძირითადად გახარია ბოლო პერიოდში ხმებს ართმევს ოპოზიციას, მისი გამპიარებლები არიან სწორედ მათი პარტიული ტელევიზიები. გუშინ იხილეთ "TV პირველში" ფერებიც კი გახარიაზე იყო მორგებული, ლოგოები და ა.შ. მთავარი გამპიარებელი გახარიასი არის "TV პირველი", მაგრამ სხვა არხებიც არ აკლებენ... მათ აქვთ ზედაპირული გათვლა, რომ გახარია თუ იქნება რეიტინგული, ის დააჯდება ჩვენს ხმებს და იქნება მელია გაიყვანოს მეორე ტურში... ეს რეიტინგი აიწევა არ ჩვენს ხარჯზე, როცა მათი ტელევიზიები აპიარებენ, არამედ მათი პარტიების ხარჯზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ "TV პირველი" განახლებული მაუწყებლობით, ახალი სტუდიებით გავიდა ეთერში. სტუდიაში გიორგი გახარიას მსგავსად მიიწვიეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი ნიკა მელია. როგორც წამყვანებმა თქვეს, დაპატიჟეს "თბილისის მერობის" კანდიდატი, კახი კალაძე, თუმცა ის "რუსთავი 2-ს" ესტუმრა.

გახარიამ "TV პირველის" ეთერში მმართველი პარტია მათ წინაღმდეგ დაგეგმილ იზოლაციაში დაადანაშაულა.

"თქვენ ხო იცით ქვეყანაში ჩემი სამსახური დავიწყე ბიზნესომბუდსმენობიდან. თითქმის ყველა მცირე და საშუალო ბიზნესიდან დაწყებული მსხვილის [ჩათვლით] ყველას ვიცნობ. როგორი იზოლაციის სტატეგია აქვთ იცით სახელმწიფოს?! - მე ეს არ მიკვირს. არც ველოდი, რომ სხვა იქნებოდა. დღეს სახელმწიფოს ჩვენ წინააღმდეგ არჩეული აქვს შემდეგი სტრატეგია: იზოლაცია ფინანსებიდან (ბიზნესის დახმარება), იზოლაცია ადამიანებისგან (აშინებენ) და იზოლაცია მედიიდან. ახლა თქვენ მეხმარებით, რომ მედიაიზოლაცია გავარღვიოთ, მაგრამ მათ მიერ კოტროლირებადი ძირითადი მედიასაშუალებები ჩვენთვის დაკეტილია. თქვენ რომ არ იყოთ, ფაქტობრივად დავრჩებოდით Facebook-ის იმედად", - თქვა გახარიამ.

"TV პირველი" იყო ტელევიზია, რომელიც ფიგურირებდა მისი პრემიერობის დროს ე.წ. "გახარიას წერილში". ამ წერილში საუბარი იყო ამ არხის ხელისუფლებისთვის სასარგებლო სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე. ტელევიზიაზე საუბრის დროს მაშინ ახსენებდნენ "ლელოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG