Accessibility links

site logo site logo

მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაურის ინაუგურაციისას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა


სერბი სასულიერო პირები მონტენეგროში დაცვით გადაადგილდებიან. 5 სექტემბერი, 2021 წელი

პოლიციის სპეცრაზმსა და საპროტესტო გამოსვლის მონაწილეთა შორის მონტენეგროში შეტაკება მოხდა. 5 სექტემბრის ინციდენტის დროს პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და ჰაერში ისროლა ცეტინიეში, ბალკანეთის ამ ქვეყნის ძველ დედაქალაქში. საპროტესტო აქციის ასეულობით მონაწილე ბოთლებსა და ქვებს ისროდა.

მიტროპოლიტ იოანიკოს მეორის სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უზენაეს ლიდერად ოფიციალურმა დანიშვნამ მონტენეგროში სერბეთის ეკლესიის მოწინააღმდეგეთა მრისხანება გამოიწვია. ისინი თვლიან, რომ ეს არის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის მონტენეგროს ბრძოლის შეურაცხყოფა.

მონტენეგრო, რომელმაც 2006 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა სერბეთისგან, ორად არის გაყოფილი მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ მონტენეგროელი, როგორც ერი, არ არსებობს, და მათ შორის, ვინც თვლის, რომ მონტენეგროელები არიან. 600-ათასიანი მოსახლეობის 30 პროცენტი თავს სერბად თვლის. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია დომინანტი რელიგიაა ქვეყანაში.

მონტენეგროელები, რომლებიც დამოუკიდებლობისკენ არიან, ემხრობიან სერბეთის ეკლესიისგან გამოყოფილ, აღიარებულ მართლმადიდებელ ეკლესიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG