Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი "ბევრ ქვეყანას" მოუწოდებს, მიიღონ ავღანელი ლტოლვილები, რომლებიც თალიბანის მმართველობას გაურბიან


რომის პაპი ფრანცისკე. 5 სექტემბერი, 2021 წელი
რომის პაპი ფრანცისკე. 5 სექტემბერი, 2021 წელი

რომის პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა ქვეყნებს, მიიღონ ლტოლვილები ავღანეთიდან, სადაც თალიბანის დაჯგუფებამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის დაცემის შემდეგ ქაბულში.

რომის პაპმა, რომელიც აშკარად თალიბანის მიერ გოგონებისთვის განათლების მიცემის შეზღუდვას გულისხმობდა, ასევე განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, "ახალგაზრდა ავღანელები მიიღებენ განათლებას, რომელიც აუცილებელია ადამიანის განვითარებისთვის".

"ამ არეულობის ჟამს, როცა ავღანელები თავშესაფარს ეძებენ, მე ვლოცულობ მათზე, ვინც მათ შორის ყველაზე დაუცველები არიან", მიმართა მან ასობით ადამიანს წმინდა პეტრეს მოედანზე თავისი ყოველკვირეული ღვთისმსახურებისას 5 სექტემბერს.

რომის პაპი ლტოლვილების და მიგრანტების უფლებების ძლიერი დამცველია. აშშ-მა და სხვა, ნატოს წევრმა ქვეყნებმა, ქაბულიდან თალიბანის რეპრესიების საფრთხის ქვეშ მყოფი ათობით ათასი ავღანელის ევაკუაცია მოახდინეს, რაც 30 აგვისტოს დასრულდა.

მაგრამ ათობით ათასი სხვა ავღანელი, რომლებიც ასევე საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, იქ დარჩნენ. ისინი, ათასობით სხვასთან ერთად, რომლებიც გაურბიან დამანგრეველ ჰუმანიტარულ კრიზისს, ეკონომიკურ კოლაფსსა და თალიბანის რადიკალური მმართველობის ქვეშ ცხოვრების პერსპექტივას, გარბიან მეზობელ პაკისტანსა და ირანში, საიდანაც ზოგიერთი მათგანი იმედოვნებს, რომ მიაღწევს ევროპამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG