Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში ჩასული ბიბილოვი ამერიკას აკრიტიკებს და აცხადებს რომ თავად რუსია


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დონეცკის თვითაღიარებულ სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ის მონაწილეობას იღებს „რუსეთის დამცველთა“ კონგრესში, რომელიც დონეცკის ნაცისტებისგან გათავისუფლების 78-ე წლისთავს ეძღვნება.

„რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც მოაქვს შენება და დახმარება ყველგან, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს მოაქვს ქაოსი და ნგრევა", - თქვა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ოთხშაბათს დონეცკში, რუსეთის დამცველ ვეტერანთა კონგრესზე. ეს ინფორმაცია მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.

ბიბილოვმა საკუთარი თავიც რუსად წარმოადგინა: „დღეს აქ შეიკრიბნენ სხვადასხვა ომების მონაწილეები - ავღანეთის, დნესტრისპირეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის - რათა ჩვენ ყველამ ერთად ვაჩვენოთ, რომ არსებობს სული, რომელიც არ შეიძლება გატყდეს, გვაერთიანებს ყველას და გვაძლევს ძალას ეროვნებისა და რელიგიის მიუხედავად. ეს არის რუსული სული. რუსული სული გვაერთიანებს. ეს არის რუსული სამყარო, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. და ამ გაგებით, თითოეული ჩვენგანი რუსია. ეს არის რუსეთი, რომელიც არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტი. ეს არის რუსეთი, რომელიც არის სახელმწიფო, რომელიც მოდის, ეხმარება და ქმნის, აშენებს სოციალურ ობიექტებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს".

რუსეთის საპირწონედ, ბიბილოვმა დააყენა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც, მისივე თქმით, ქაოსი და ნგრევა მოაქვს. „დონბასს გამარჯვება და მშვიდობა! სამხრეთ ოსეთმა აღიარა დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები და ეს შეუქცევადი პროცესია“, -აღნიშნა ბიბილოვმა.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონეცკის და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკები უკრაინის რეგიონებია. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ ცნობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG