Accessibility links

site logo site logo

ლუკაშენკოს ფავორიტი, ბელარუსის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი, თანამდებობიდან გადადგა


მარჯვნივ დმიტრი ბასკოვი

ბელარუსის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი, დმიტრი ბასკოვი, საკუთარი სურვილით თანმდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ცნობა ბასკოვი კომენტარით ფედერაციის საიტზეა გამოქვეყნებული.

„ჩემ გადაწყვეტილებაში ერთი რამით ვხელმძღვანელობდი: ბელარუსის ჰოკეი არ უნდა დაზარალდეს“, - უთხრა ბასკოვმა სახელმწიფო ტელეარხ „ბელარუს 1“-ს.

8 სექტემბერს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ ბასკოვს 5 წლით დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. 2021 წლის 10 სექტემბრიდან 2026 წლის 9 სექტებერამდე იგი ყველა ნაციონალური და საერთაშორისო ღონისიებიდან ჩამოაშორეს.


ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური საბჭოს მიერ ჩატარებული 10-წლიანი გამოძიების შედეგად, როდესაც დადგინდა, რომ ბასკოვმა დააღვია ფედერაციის კოდექსი. „საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ ბელარუსის ხელისუფლების მხარდაჭერის მიზნით ბასკოვი ცდილობდა პირდაპირ გავლენის მოხდენას სხვებზე, ხოლო თავის პოლიტიკური შეხედულების გამო ასევე ემუქრებოდა და დისკრიმინაციას უწევდა ბელარუს სპორტსმენებს“, - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობაში.

მიჩნეულია, რომ დმიტრი ბასკოვს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ჰოკეის გუნდის მთავარი მწვრთნელსა და ასევე ცნობილ კიკბოქსიორ დმიტრი შაკუტას კავშირი აქვთ მინსკელი რომან ბონდარენკოს სიკვდილთან. იგი 2020 წლის 12 ნოემბერს დაიღუპა საავადმყოფოში. ერთი დღით ადრე სამოქალაქო ტანსაცმლიანმა პირებმა, რომლებიც ბონდარენკოს სახლის ეზოში აკრძალულ წითელ-თეთრ დროშებს ხსნიდნენ, აქტივისტი დაიჭირეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. ორი საათის შემდეგ რომანი მილიციაში ნაცემი, უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.

კიდევ საათნახევრის შემდეგ ბონადერნკო სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კომაში მყოფი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG