Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის ფედერალური უწყებების თანამშრომლებს ასაცრელად ორი თვე მისცეს


აშშ-ის ფედერალური უწყებების ამ დრომდე აუცრელი თანამშრომლები კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად უნდა აიცრან 22 ნოემბრამდე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მითითებით, ფედერალურმა დაწესებულებებმა ოპერატიულად უნდა იმოქმედონ, რათა თანამშრომლები აიცრან რაც შეიძლება სწრაფად და არაუგვიანეს 22 ნოემბრისა.

გასულ კვირაში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სავალდებულო გახადა სახელმწიფო მოხელეთა აცრა კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით. ვაქცინაცია სავალდებულოა მთავრობის პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისთვისაც. ბაიდენის გადაწყვეტილება დაახლოებით 100 მილიონ ამერიკელს ეხება.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვაქცინაციის მოთხოვნა გაამკაცრა კორონავირუსის დელტა შტამის ფართოდ გავრცელების შედეგად ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების მაჩვენებლების ზრდის გამო

ამ დროისთვის აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 54%-ზე მეტი. ვაქცინაცია მიმდინარეობს „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ჯონსონის“ ვაქცინებით.

პანდემიის განმავლობაში, აშშ-ში დაინფიცირდა 42 მილიონზე მეტი ადამიანი და 682 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG