Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ადგილობრივი თალიბების თავდასხმის შედეგად


პაკისტანელი ჯარისკაცი სასაზღვრო საგუშაგოზე
პაკისტანელი ჯარისკაცი სასაზღვრო საგუშაგოზე

7 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ჩრდილოეთ ვაზირისტანში მომხდარ შეტაკებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა იკისრა. 13 სექტემბერს ასმან მანზას არეალში მომხდარი ჯგუფური და თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებული თავდასხმის უკან, გავრცელებული ინფორმაციით, დგას ტეჰრეკ-ე-თალიბანი, რომელსაც ძლიერი პოზიციები აქვს პაკისტანის მშფოთვარე ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

სამხრეთ და ჩრდილოეთ ვაზირისტანში მომხდარი თავდასხმების ფონია მეზობელ ავღანეთში თალიბანის აღზევება, რომელმაც 15 აგვისტოს შემდეგ დაამხო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ქაბულის ხელისუფლება.

ბოლო თვეში პაკისტანის ხელისუფლებასა და ავღანელი თალიბების ლიდერებს შორის გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რომელზეც პაკისტანმა თალიბებისგან ექსტრემისტული დაჯგუფების ადგილობრივი განშტოების, ტეჰრეკ-ე-თალიბანის, ალაგმვა მოითხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG