Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 2176 ადამიანს


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი. საერთო ლეტალობის მაჩვენებელი 1.42%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 35 400 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2 176 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 2 838-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

16 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 6.15%;
  • ბოლო 7 დღის - 7.21%;
  • ბოლო 14 დღის - 7.46%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 589 727 შემთხვევა. მათგან 554 618 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 8 390 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG